Thursday 21 April 2016

ზურა

ეს პოსტი ეძღვნება ზურა კუპატაძეს - ჩემს სუპერგმირ მგობარს.

ერთი ფეისბუქ ჯგუფია, გონების სავარჯიშო მანდ გავიცანი ზური. მერე თბილისში გადმოვედი და ერთ შაბათს სვაიაკის შესარჩევ თამაშზე მივედი. ბიჭები თამაშამდე "ხურდებოდნენ" და მეც უკანა მერხზე მჯდომი ვადევნებდი ყურს მათ ვარჯიშს.რამე პასუხი რომ მექნებოდა, ხმამაღლა ვამბობდი და ზურა მეჩხუბებოდა :დ
ზურა არის პატარა ბიჭი, მართალია მისი ხნის ქვაც აღარ დაგორავს მარა მაინც,
არის უზომოდ ჭკვიანი, არაჩვეულებრივი ლოგიკის მქონე და რა ვიცი ყველაფრიანად კარგი.

ჰოდა ერთხელაც თამაშიდან მე და ჩემი კაპიტანი ვალჰალაში წაგვიყავანა დასალევად, მაშინ დაიწყო მგონი ჩვენი მეგობრობაც.
მერე იყო ბევრი ჭიქა ლუდი, ნათამაშები დომინო, ჩეხური, სვაიაკი, ერთმანეთის ლუზერული ისტორიების მოსმენა და ქვითინი.
იყო წმინდა პატრიკის დღე, როდესაც ქალაქის ყველა ბარი შემოვიარეთ თითქმის.
მომასმენინა დაგდაგანის "მარი" ^_^
ზურა ჩემი ისეთი მეგობარია, რომელთანაც ერთად შემიძლია ავტობუსით ტელეფონში თავჩარგულმა ვიმგზავრო და მაინც არ მოვიწყინო. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ზურასგან.
ზურას შეუძლია ბევრი რამ გითხრას კოსმოსზე, პროგრამირებაზე, წიგნებზე, ათას რამეზე.
ჰო, ზურა პროგრამისტია, თან სულ წუწუნებს, იმდენი ვინდოუსი მაქვს გადაყენებული ცხოვრებაში, მაგდენი თითო ლარი რომ მომცა ავშენდებოდიო (საყვარელი) :დ
ძალიან უნდა ერთ დღესაც მოტოციკლი იყიდოს, მეც ძალიან მინდა რომ იყიდოს, ამბობს, ღამე გამოვალ და ცარიელ ქუჩებში ვიქროლებო.
ხანდახან მოვდივართ და ერთმანეთს ვეჯიბრებით, რომელი უფრო ლუზერია, მარა მე რომ მახსენდება რომ ასეთი კარგი მეგობარი მყავს , აბა რომელ ლუზერობაზეა ლაპარაკი!
მინდა ზურა ბედნიერი იყოს. ბევრი წიგნი , ფული და შოკოლადი ჰქონდეს. კარგი გოგოები ყავდეს, ან გოგო.
მინდა სულ კარგი მეგობრები ვიყოთ ^_^
იმიტომ რომ ის სუპერგმირია!
მიყვარხარ!

2 comments:

  1. ჰმ, ამ ძალიან ლამაზ გოგოებსაც ლუზერები რად გგონიათ თავი?! -_-

    ReplyDelete
    Replies
    1. ლამაზიო? :დ არა , გეშლებით :3

      Delete