Friday 22 April 2016

დათა ჯეკ ფრეი ბერდენ გულისაშვილი

ჩემი დათა მაღალი ბიჭია ^_^
დათა არის უსაყვარლესი და უჭკიანესი.
ჩემს ერთ-ერთ სამსახურში გახსნა გვქონდა ბევრი ვაფლით და ღვინით , ჰოდა დათაც მანდ იყო, იმ საღამოს ბევრი დავლიეთ, მარა ჯერ სად ვიყავით :დ
იქედან ერთი ბარის გახსნაზე წავედით, არ მოგვეწონა, მერე მეორეში, მესამეში, გზადაგზა მეგობრები შემოგვემატნენ, დზალიან ბევრი დალევა მოგვივიდა, თან მეორე დილით საირმეში მიდიოდა რსრ ტურნირზე. ჰოდა 5 საათზე წავედით ერთი ბოთლი გომის გამოსაცლელად კიდომ :დ
მერე ნახევრად მძინარე და ვითომ ფხიზელი წავიდა სათამაშოდ.
მას შემდეგ დავმეგობრდით მე და დათა ^_^
და არის ყოვლად პოეტური ბიჭი, ერთხელ მაინც უნდა მოუსმინოთ მის წაკითხულ ლექსს ^_^
უყვარს ზაზა თვარაძე და სხვა პოეტები.
ასევე დიდი მოტრფიალე გახლავთ ერმალო მაღრაძის ფილმოგრაფიისა.
დათასთან ერთად ბევრი ჩეხური სვაიაკი და დომინო მითამაშია :დ
ჰოდა სულ მიგებს ყველაფერს ჩეხურიან-სვაიაკიანა, მარა ერთხელ ჩეხური მოვუგე 254ზე ავედი და გავნულდი :დ
დათას სახლში ბევრი პატარა ახვევია თავს და ხანდახან რომ ვთხოვთ გამოსვლას, ამბობს "ბავშვი მყავს დატოვებულიო"
ერთხელ მეგობართან ვიყავით ბევრი, ჰოდა ყვეა მთვრალი იყო და ვის სად ვის სად ეძინა, მე და დათა კიდევ ვლაპარაკობდით რა მაგარია ჭკვიანი შეყვარებული, ნუ მაგას მე ვლაპარაკობდი, დათა მთლად მაგ აზრზე არ ყოფილა.
ჰოდა იცოდეთ რომ დათა სუპერგმირია ^_^ მაგარი ბიჭი და სულ ასე იქნება,
მიყვარხარ, ჯეკა <3

2 comments:

  1. ჩეხური სვაიაკი როგორია?

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩეხური და სვაიაკი ცალკ-ცალკე თემაა.

      Delete