Monday 25 April 2016

#თსოტნე

დის ბლოგ ის ებაუთ #თსოტნე.
ცოტნეზე ჩემს მეხსიერებაში მოგონებები ჩნდება ჩვ წ.ა. იმ წელს, როცა გონების სავარჯიშოზე გამოჩნდა :დ პროფაილზე ულისეს ფოტო ეყენა და მაგიტომ დამაინტერესა, ალბათ :3 როგორც ფეისბუქი იუწყბა 2014ის ოქტომბირდან ვფრენდშიფობთ :დ
მერე რაღაც ტურნირზე ვითამაშეთ ერთად, მერეც, მერეც და მერე ჩვენს გუნდს (ბ612) შემოუერთდა.
ცოტნეს ნანახი აქვს ყველა ფილმი, რატომღაც თავიდან მეგონა რომ მარტო ფილმები ჰქონდა ნანახი, მაგრამ თურმე წიგნებიც აქვს წაკითხული , თან კაი წიგნები.
ასევე არის ძალიან ხუმარა ბიჭი, საოცარი იუმორის გრძობა აქვს, პირდაპირ :დ
უყვარს peanuts movie, წითური გოგოები და ვერ წარმოუდგენია ბრეგოვიჩის არსებობა კუსტურიცას გარეშე :დ

კიდევ რუსი კაცების ნამღერი სიმღერები ევასება (ბლაჰ) :დ
არ უყვარს ყავა და რომანტიკული კინოები :დ
ცოტნე ასევე გახლავთ უნიკალური მრჩეველი ფილმების დარგში,  მისი მეოხებით ვნახე ისეთი "საკულტო" კინო როგორიცაა JUNO, ასევე CLOUD ATLAS და სხვა მრავალი.
მერე მუსიკები მქონდა ჩახვეული ცოტნეს გამოგზავნილი, და ამჟამადაც ვიხვევ (თითზე არა) ერთ-ერთს, თუმცა ლინკებს ნუ დაელოდებით, არ მემეტება :დ
ცოტნეს გამოისობით დავწრე რამდენიმე ზღაპარი, ნუ 1001 ის დაწერას ვაპირებდი, მარა ნიჭი არ მეყო. :3 :დ
ცოტნესთან მიმოწერა სულ სახალისო ^^ და ჩემს სისულეებს ყოჩაღად იტანს :დ
ეგ კი არა, ხანდახან რომ ვფიქრობ, თუ ოდესმე არ მომწერს, დიდარ არ მომეწონება- მეთქი ეგ ამბავი :3 :დ
ასევე ცოტნე პროგრამისტია და სამყაროს 0 და 1'ებად აღიქვამს :დ (ჰო კაი ჩემით)
ძალიან საყვარელია და სულ მზადაა დაგეხმაროს ^^
ჰოდა რა ვიცი კიდევ ბევრი რამის მოყოლა შემიძლია, ისე მგონია, დიდი ხანია ვიცნობ.
ხანდახან ჩემს სულელურ სიზმრებს ვუყვები, თვითონ ვერ ნახულობს სიზმრებს და ჩემებს ვასმენინებ 3;)
წელს სვაიაკის თამაში დაიწყო და ვაბშემ, მე თუ მკითხავთ, დილეტანტის კვალობაზე მშვენივრად თამაშობს ^^
ცოტნეს მაგარი სუპერძალა აქვს, ყოველთვის შეუძლია ჩემი გაღიმება ^^ (ნუ ნერვების მოშლაც, მარა ნიჩიო, ხანდახან მეც #იმასვშვები სამაგიეროდ :დ)
ჰოდა ვუსურვებ კარგ სიზმრებს და უფრო კარგ რეალობას ^_^

No comments:

Post a Comment